სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე - დათა პაპას ამ ანდერძს იცავს დღეიდან მისი ცოლი. ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი, რომელიც მსოფლიო ლიდერებმა გაიცნეს, დღეს ოკუპირებულ მიწაზე ისე დაიკრძალა, რომ მისთვის ხელისუფლების პირველ პირებს პატივი არ მიუგიათ. თუმცა მავთულხლართების ერთი მხრიდან საქართველოს ჰიმნი და ტაში მაინც ისმოდა. ოკუპაციის მთელი სიმძიმე დათა ვანიშვილმა ყველას საკუთარი გასვენებითაც დაანახა, - უკანონო მავთულხლართით ორად იყო გაყოფილი ჭირისუფალი
დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე დაკრძალეს
22 მარ 202120:16
3 წუთის საკითხავი