logo
ENG



წულუკიანი: გაფანტულ, მოძველებულ ნორმებს განვაახლებთ და თავს მოვუყრით კულტურის კოდექსში

26 მარ 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock 873
წულუკიანი: გაფანტულ, მოძველებულ ნორმებს განვაახლებთ და თავს მოვუყრით კულტურის კოდექსში

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ განაახლებენ და კულტურის კოდექსში თავს მოუყრიან გაფანტულ და მოძველებულ სამართლებრივ ნორმებს. წულუკიანმა თავის ერთერთ მოადგილეს იოსებ ბაღათურიას დაავალა, რომ კულტურის კოდექსის შექმნას ჩადგომოდა სათავეში. 

წულუკიანი ამბობს, რომ პარლამენტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ხარვეზებსა და დარგობრივ კომიტეტსა და სამინისტროს მიერ განსახორციელებელ საერთო გეგმებზე.

"ვისაუბრეთ საკანონმდებლო ხარვეზებზეც, იქნება ეს საავტორო უფლებების ნაწილში თუ სხვა, რომელიც ერთად უნდა გავასწოროთ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ის გაფანტული სამართლებრივი ნორმები, ზოგი მუზეუმების კანონში, ზოგი კულტურის შესახებ კანონში, ან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში... გაფანტული და ცოტა არ იყოს მოძველებული ნორმები განვაახლოთ ერთ დოკუმენტში - კულტურის კოდექსში მოვუყაროთ ამ ყველაფერს თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თანამედროვე კანონმდებლობის გარეშე 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება რთული იქნება.


close დახურვა