logo
ENG



ნინო ლომჯარიამ ასტრაზენეკას ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

29 მარ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 2196

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. 

"ვიცი, რომ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. კარგია, რომ ფაიზერის ვაქცინა თითქმის შევსებულია, თუმცა ასტრაზენეკას ეფექტიანობაც არის დადასტურებული. ამიტომ, ჩემი ამ ქმედებით, მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის რეგისტრაცია, იაქტიურონ. მინდა, ჩემი ნდობა ამ ვაქცინის მიმართ ამ ჩემი გადაწყვეტილებით დავადასტურო", - თქვა მან აცრამდე.

საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე ადამიანია აცრილი.


close დახურვა