logo
ENG



ღარიბაშვილი: მოლაპარაკებებში სააკაშვილის ჩართვაზე ​კუბილიუსის განცხადება შეურაცხმყოფელია

29 მარ 202114:11
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილის ჩართვასთან დაკავშირებით, "შეურაცხმყოფელს" უწოდებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებში ივანიშვილის მონაწილეობას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკაში ჩართვას აღარ აპირებს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი, "კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ".

ზურაბიანის კითხვას - გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".

 

close დახურვა