logo
ENG



ჯაფარიძე: ამ სიტუაციის ტრაგიკულობა ის არის, რომ ვერავინ ვერაფერს გათვლის, ვართ გაუგებრობაში

30 მარ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ამ სიტუაციის ტრაგიკულობა ის არის, რომ ვერავინ ვერაფერს გათვლის, ვართ გაუგებრობაში
ფორმულა

კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილ შეხვედრამდე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ვითარების პროგნოზირება შეუძლებელია. 

ჯაფარიძის თქმით, აქვს იმედი, რომ "რაღაც შეთანხმება დაიდება, თუმცა, ოცნების საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, ამის საფუძველი არ ჩანს". 

"არ მაქვს საფუძველი, რომ ან ოპტიმიზმით შევდიოდე [შეხვედრაზე] და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ რა ვიცი, განსხვავებული დღეა იმით, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. ან დავთანხმდებით ან არა, გააჩნია რა იქნება. ან ასე იქნება, ან ისე. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება. თუ იქ იქნება პოლიტპატიომრები, არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ბარიერის დაწევა.

მგონია, რომ ამას ოპოზიცია ხელს მოაწერს. წითელი ხაზები რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკება არ იქნებოდა. მაგის გარეშე არაფერზე საუბარი არ იქნება. ხელახალ არჩევნებამდე მისვლა და პოლიტპატიმრების საკითხი... თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა". - თქვა ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია, ისევე, როგორც ყველაფერი სხვა საქართველოში, გაუგებრობაშია, რაც ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემას. 

"სიტუაციის მთელი ტრაგიკულობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ სრულ გაუგებრობაში. ერთადერთი, რისი პროგნოზებიც შეიძლება, ის არის, რომ ჩვენ დავრჩებით გაურკვევლობაში და ამას მოჰყვება ბევრი ცუდი რამე. დანარჩენი, ვერავინ ვერაფერს თვლის ამ ქვეყანაში". - თქვა ჯაფარიძემ. 

დანიელსონის მედიაციით შეხვედრა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 17:00 საათამდე გადაიწია. 


close დახურვა