logo

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-თებერვალში - 8.3%-ით

31 მარ 202111:27
3 წუთის საკითხავი
clock 151

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-თებრვალში კი - 8.3%-ით.

საქსტატის ცნობით, თებერვალში კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:

  • მშენებლობა;
  • განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა;
  • ხელოვნება;
  • გართობა და დასვენება;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

close დახურვა