logo
ENG



ბობოხიძე: ჯერ პრემიერის, ახლა ფინანსთა მინისტრის გადადგომა ღრმა კრიზისზე მეტყველებს

31 მარ 202119:02
3 წუთის საკითხავი
 
ბობოხიძე: ჯერ პრემიერის, ახლა ფინანსთა მინისტრის გადადგომა ღრმა კრიზისზე მეტყველებს

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ჯერ გიორგი გახარიას, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადადგომა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე მეტყველებს. 

ბობოხიძის თქმით, გამოსავალი არ არის მინისტრების გადადგომა და მას გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები სჭირდება, რათა ქვეყანამ თავი დააღწიოს ქართული ოცნების მმართველობის მიერ შექმნილ პრობლემებს.

"ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომაც და ახლა ფინანსთა მინისტრის მიყოლა მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, თუმცა გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არის მინისტრების გადადგომა, გამოსავალს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები, რათა ამ ქვეყანა თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რომლებიც ქართული ოცნების 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა ქვეყანაში". - ამბობს ბობოხიძე. 

ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 31 მარტს, 18:00 საათზე გააკეთა. 

როგორც თქვა, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, მისი თქმით, "გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო". 


close დახურვა