logo
ENG



ფორმულა: ვლადიმირ პოზნერი საქართველოს დილის 06:00-ზე დატოვებს

01 აპრ 202102:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/5l4vwl14b2xeo0r.jpg

ფორმულას ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი 50-მდე ადამიანი საქართველოს ჩარტერული რეისით, დილის 06:00 საათზე დატოვებს. 

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. 

თუმცა, ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. 

აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. 

პროტესტის პარალელურად ინფორმაცია გაავრცელა რია ნოვოსტიმ. გამოცემის მიხედვით, პოზნერმა დაადასტურა, რომ საქართველოდან შესაძლოა დაამგზავრებას გეგმილზე ადრე წავიდეს - ის ქვეყნიდან გამგზავრებას 3 აპრილს აპირებდა. 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა