logo
ENG



ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრად კი რატი ბრეგაძე დაინიშნა

01 აპრ 202111:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/5c8nguc3vtb7wqa.jpg

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი წევრი წარადაგინა, მათ შორის ფინანსთა მინისტრად დანიშნა ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტად კი რატი ბრეგაძე.

მანვე აღნიშნა, რომ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი დეკემბერში აპირებდა გადადგომას. 

"ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში.

ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იუსტიციის ახლადდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე წარდგენამდე იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 

2017-2019 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2015-2016 წლებში კი განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

ლაშა ხუციშილი 2014 წლიდან - დღემდესაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. 2013 - 2014 წლებში მას შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 


close დახურვა