ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
მოძრაობა შეცვალეს აქტივისტებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. მათ ასევე აქვთ ბანერები წარწერებით: "რუსული ოცნება", "აფხაზეთი საქართელოა", "დიდება გმირებს" და სხვა.
"მოძრაობა შეცვალე მოვედით აქცია-პერფორმანსით. ხედავთ მავთულხლართებს, ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ჩვენ ამით გვინდა ვთქვათ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს გვახსოვს და ვიცით რა არის რუსული ოკუპაცია და ის რაც ხდება ამ შენობაში, არაფერს არ შეცვლის", - ამბობს მოძრაობა შეცვალეს წევრი.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. აღნიშნულმა აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია და მას "მონა" უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება. პოლიციამ 12 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები დაიწყება.