logo
ENG



შსს ნამახვანზე: უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით იზღუდება

03 აპრ 202116:29
3 წუთის საკითხავი
 
შსს ნამახვანზე: უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით იზღუდება

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს "არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას".

"უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილები და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს. 

რიონის ხეობაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების დროს დააკავეს 2 აქტივისტი. 

 


close დახურვა