logo
ENG



არგენტინის პრეზიდენტს "სპუტნიკით" აცრის შემდეგ სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა

03 აპრ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/03/ts34cjwpi884ukw.jpg

არგენტინის პრეზიდენტს ალბერტო ფერნანდეზს ანტიგენზე ჩატარებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, ადმინისტრაციის ცნობით, PCR ტესტის პასუხის მიღებამდე პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს. 

ფერნანდეზი რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული Sputnik V ვაქცინის მეორე დოზით 2021 წლის 11 თებერვალს აიცრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსის მიმართ რეზისტენტულობას 2 კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს, ფერნანდეზის მიერ მიღებული საბოლოო დოზიდან კი 1 თვეზე მეტია გასული. 

არგენტინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოს ლიდერებიდან, რომელმაც რუსული ვაქცინა გადაუდებელი საჭიროებებისთვის დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია. 

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, Sputnik V-ის ვაქცინას, რომელიც Levada-ს კვლევის მიხედვით, სხვა ვაქცინებს ნდობის ხარისხით ისედაც მნშვნელოვნად ჩამორჩება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგეს. 

Sputnik V გამოყენებისთვის ამ დრომდე რუსეთის გარდა მხოლოდ არგენტინისა და ბელარუსის ხელისუფლებებმა დაამტკიცეს. 


close დახურვა