აქტივისტ ირაკლი ფანგანს პარლამენტის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში, სცემეს.
როგორც აქტივისტებმა ფორმულას განუცხადეს, შელაპარაკების შემდეგ ირაკლი ფანგანს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
მათივე ინფორმაციით, ფანგანს პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის მიმდებარედ გაშლილი ე.წ. კარვების ქალაქით 2020 წლის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.