logo
ENG



თურნავა: ვმუშაობთ, რომ იყოს უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის სტატუსები

06 აპრ 202123:52
3 წუთის საკითხავი
clock 1221
თურნავა: ვმუშაობთ, რომ იყოს უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის სტატუსები
საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ბიზნესისთვის წამახალისებელ გეგმაზე მუშაობს, რაც ბიზნესის წარმომადგენლების ვაქცინაციას შეეხება. ამასთან, ის ვერ აკონკრეტებს, როდის შეძლებენ ისინი აცრას.

რუსთავი 2-ზე "ღამის კურიერში" საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსებზე, რამაც მისივე მტკიცებით ადგილობრივები და ტურისტები უნდა მიიზიდოს.

"ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და ისედაც 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელია, ბიზნესმა იმუშაოს. რა თქმა უნდა, ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ.


close დახურვა