logo
ENG



პროკურატურაში მუხთარლი ვერ გამოკითხეს - ჟურნალისტი ამბობს, რომ თარჯიმანი არ ჰყავდათ

08 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock 368

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცების შესახებ საქმის კურსში იყვნენ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.​მუხთარლის ჩვენებით გამოძიება მხოლოდ ახლა დაინტერესდა. ოთხი წელია, პროკურატურას არაფერი უთქვამს, რა მოხდა მუხთარლისთან დაკავშირებით, როგორ გაქრა თბილისიდან და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში. 4 წლის შემდეგაც გამოძიებასა და ჟურნალისტს ერთმანეთის ისევ არ ესმით. გამოკითხვაზე აფგან მუხთარლის შესაბამისი თარჯიმანი ვერ მიუყვანეს. 


close დახურვა