logo
ENG



7 აპრილს ენგურში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

09 აპრ 202109:34
3 წუთის საკითხავი
clock 800
7 აპრილს ენგურში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 7 აპრილს, მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს. 

მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი". 


close დახურვა