logo
ENG



შსს: 9 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაზე გამოძიება დავიწყეთ

09 აპრ 202123:04
3 წუთის საკითხავი
clock 1505

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის მოზარდი სავარაუდო მოძალადეს გაურბოდა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ გამოძიება მოზარდის თვითმკლელობამდე მიყვანის ფაქტზე  დაიწყეს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯერ-ჯერობით არავინაა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, 45 წლის კაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. მომხმარებლების ცნობით, სწორედ მისგან გაქცევისას მიიღო მოზარდმა დაზიანებები.

მთავარი არხის ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით იქნა გადაყვანილი. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნისას აქვს მიღებული. 


close დახურვა