logo
ENG



"არ აჰყვეთ პროვოკაციას, ყველას პოლიციის ფორმა არ აცვია" - მომიტინგეები ხეობაში ბრუნდებიან

12 აპრ 202117:07
3 წუთის საკითხავი
clock 2111
2021/04/12/0euchydt4gxod1l.jpg

რიონის ხეობის მცველები კომპანია ენკას ბაზასთან აქციას მართავდნენ და ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი დატოვოს. მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორებმა კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს. 

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, მათ პროვოკატორი მიუგზავნოს, რათა მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდეს, რასაც შემდგომ, მათი ვარაუდით, მომიტინგეების განეიტრალება მოჰყვება. 

"არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუ ნახავთ, რომ ვინმე შემოაგზავნეს, მაქსიმალურად თავი გააკონტროლეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მთელია დღეა ცდილობენ პროვოკაციას. ყველას ფორმა არ აცვია, ერთმანეთში იჩხუბეს, რომ შექმნან ფონი, თითქოს ვიღაცა ეჩხუბა და ვითარება დაძაბულიყო", - ამბობს ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

მანამდე ვითარება რიონის ხეოიბაში დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციისგან თავისუფლად გადაადგილებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია მათ პროტესტის ადგილისკენ გადასვლის უფლრებას არ აძლევდა. 

გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.

პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები. 

დღეს ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც კარვები იყო განლაგებული.


close დახურვა