logo
ENG



თვითმხილველი: ბანკიდან გამოვიდა ქალი და თქვა მძარცველმა შუბლზე მომადო იარაღიო

16 აპრ 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock 1025
თვითმხილველი: ბანკიდან გამოვიდა ქალი და თქვა მძარცველმა შუბლზე მომადო იარაღიო

თვითმხილველის ინფორმაციით, ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში თავდამსხმელმა ბანკის თანამშრომლები და დაცვა აიყვანა მძევლად, ერთი ასაკოვანი ქალი კი გაუშვა. რუსთავი 2-თან საუბრისას იგი ყვება, რომ აღელვებული ქალი ბანკის შენობიდან გამოვიდა და შიგნით არსებულ სიტუაციაზე მოუყვა:

"ინფორმაცია მიმიღია ასეთი, რომ შიგნით შევიდა ბანდიტი, ალბათ. შიგნით 3 თანამშრომელი და 1 დაცვა ყავს აყვანილი. აქ ვიდექი, აქ ვდგავარ ხოლმე ბირჟაზე. ქალი გამოვიდა, მოხუცი ქალი, უთქვამს გამიშვი შვილოო, გაკვეთილები მაქვს ბავშვებისო. მე არ გამოვჩნდები, მიაწექით კარებს და გადითო. გამოვიდა ქალი და [თქვა] შუბლზე მოამდო იარაღიო", - ყვება თვითმხილველი რუსთავი 2-თან საუბარში. 

ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა. ადგილზე არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები. 

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი სამართალდამცველის თქმით, ავლაბრის მეტრო დაკეტილია და ტერიტორიიდან ხალხი გაყავთ. 

ფორმულა ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.


close დახურვა