logo
ENG



შაბათის ფორმულა: ბავშვი 63 წლის კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ის ოჯახის ახლობელია

17 აპრ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 10 წლის ბავშვი 63 წლის კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. კაცი სამართალდამცველებმა, შესაძლო, ძალადობის ფაქტიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ დააკავეს, რაც შაბათის ფორმულა ამბით დაინტერესდა. 

გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა და სიმაღლიდან დაგორდა, მიზეზი კი 63 წლის კაცის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობა გახდა. სავარაუდო მოძალადე გოგონას ოჯახის ახლობელია.

10 წლის გოგონა მრავლობითი დაზიანებებით ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ბავშვს, რომელიც ამბობდა,  რომ მასზე კაცი სექსუალურად ძალადობდა, ოჯახმა და მეზობლებმა არ დაუჯერეს.

იყო თუ არა ბავშვი წარსულში ძალადობის მსხვერპლი, ამის შესახებ გოგოს დედა არ საუბრობს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი ფაქტი 2019 წელს მოხდა. უწყებაში განმარტავენ, რომ შესაძლოა არსებობდეს სხვა მსხვერპლიც - 10 წლის გოგონას მეგობარი, ასევე არასრულწლოვანი.

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა