logo
ENG



შარლ მიშელმა პარტიებს ახალი დოკუმენტი შესთავაზა

18 აპრ 202120:25
3 წუთის საკითხავი
 
შარლ მიშელმა პარტიებს ახალი დოკუმენტი შესთავაზა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელსაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სთავაზობს. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის წინადადება, რომელიც პრეზიდენტ მიშელს მიაჩნია დაბალანსებულად და რეალისტურად. ჰარცელი ამბობს, რომ პარტიებმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვეს. 

ახალი დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება - მასში საუბარი ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეც არის. 

კრისტიან დანიელსონის დოკუმენტისგან მას 3 პუნქტი განასხვავებს. 

ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ:

  • საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ურუნველსაყოფად და შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. 
  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • ქართული ოცნებისთვის გაკეთებული შეთავაზების მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა