logo
ENG



დღეს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება

19 აპრ 202111:17
3 წუთის საკითხავი
clock 701
ფორმულა

დღეს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება.

კანონი და სამართლის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ისინი მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

"ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


close დახურვა