![დეკანოიძე: ჩვენი სამშობლო არ არის თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, 15 მაისს უნდა შევიკრიბოთ](/uploads/news/ხატია_დეკანოიძე_მამუკა_ხაზარაძე_გიგი_უგულავა.jpg)
ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი, ნატო, ევროკავშირი, თავისუფლება და მე დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს ღირებულებებში, ვინც აქ ხართ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე. ჩვენი სამშობლო უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენი სამშობლო არ არის თავგასული ოლიგარქის, ივანიშვილის უკანა ეზო. სწორედ ამიტომ, 15 მაისს ყველა უნდა შევიკრიბოთ, ვიყოთ ბევრი და ხელისუფლებას, რომელიც ერთიანი ფარცხალაძის ხელისუფლებაა და მეტი არაფერი, ვუთხრათ: დიახ, თუ ისეთივე თავგასულები იქნებით, აუცილებლად გაიგებთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ხმას.