logo
ENG



დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში - „ოცნების" უკვე ყოფილი წევრები მერს კორუფციაში ამხელენ

20 აპრ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში - მმართველი პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა მერი, გიორგი გოგლიჩიძე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს. 

მას პასუხს სთხოვენ იმის გამო, რომ ზესტაფონის ქუჩები უკვე რამდენიმე თვეა, გადათხრილია. 

"ოცნების" უკვე ყოფილი წევრები მერიაში მივიდნენ და გოგლიჩიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. 

ლევან ჭანტურიძე, რომელიც ქართული ოცნებიდან გარიცხეს, ამბობს, რომ დააშინეს ის ადამიანები, რომლებიც დღეს მერიასთან აქციის გასამართად უნდა მოსულიყვნენ. მისი თქმით, პარტიიდან გაშვების მიზეზი სწორედ დღევანდელი აქციის დაანონსება გახდა. 

ჭანტურიძე ითხოვს, ზესტაფონის მერმა და ვიცე მერმა, დათო მაღრაძემ თაღლითობის ბრალდებით ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვონ

ასევე, მერმა დატოვოს თანამდებობა. 

პასუხად მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ თქვა, რომ ის ნამდვილად არის ნასამართლევი. თუმცა, იყო ენმ-ის ხელისუფლების პოლიტპატიმარი და არა კრიმინალი.  

გოგლიჩიძემ უარყო ბრალდებებიც და თქვა, რომ არ არის კორუმპირებული. 


close დახურვა