logo
ENG



თბილისი პრაიდის თანამშრომელს მეზობელი სიძულვილის მოტივით თავს დაესხა, შსს-მ პირი დააკავა

21 აპრ 202123:31
3 წუთის საკითხავი
 
თბილისი პრაიდის თანამშრომელს მეზობელი სიძულვილის მოტივით თავს დაესხა, შსს-მ პირი დააკავა

თბილისი პრაიდის ცნობით, მათ თანამშრომელს და მის ლესბოსელ პარტიორს მეზობელი მამაკაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაესხა თავს და სიტყვიერ შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის გარდა, წყვილს დანით დაემუქრა.  

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი თანამშრომელი ჰომოფობიური თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდო დამნაშავემ შეიტყო, რომ ის თბილისი პრაიდში მუშაობდა. 

"მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ", - წერს ორგანიზაცია, - "ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ გაუწევია". 

მას შემდეგ, რაც სავარაუდო დამნაშავემ ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო, თავდასხმის ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიციის გამოძახება შეძლო. თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ პირი ამ დროისთვის დაკავებულია და შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) იძებს

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;

- გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;

- საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;

- უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება", - წერს ორგანიზაცია. 


close დახურვა