logo
ENG



ჯო ბაიდენმა 1915 წლის მოვლენები სომეხთა გენოციდად აღიარა

24 აპრ 202121:25
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა, ის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისთვის მიძღვნილ განცხადებაში 1915 წლის მოვლენებს "გენოციდი" უწოდა. 

ყოველი წლის ამ დღეს მოვიგონებთ მათ, ვინც ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა გენოციდს ემსხვერპლა". – ამბობს ბაიდენი განცხადებაში, - "ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ, რომ მსგავსი ბოროტმოქმედება არასოდეს არ უნდა დავუშვათ". 

ბაიდენმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ პირველად 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ შესაბამის რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. 

Bloomberg-ის ცნობით დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ სატელეფონო ზარში საუბარი გენოციდსაც შეეხო. 

შეერთებული შტატების სენატმა 1915 წლის მოვლენები გენოციდად 2019 წელს აღიარა და შესაბამისი რეზოლუციაც გამოსცა. სენატის გადაწყვეტილება აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესებამ განაპირობა. 


close დახურვა