logo
ENG



შავგულიძე: ოცნებას უნდა, ამნისტია გავრცელდეს 20 ივნისის ყველა შესაძლო დანაშაულზე

27 აპრ 202119:21
3 წუთის საკითხავი
clock 1365
2021/04/27/qinojhrt10480s1.png

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე.

როგორც შავგულიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა, მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ამნისტიაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება, ერთი ხელისუფლების, მეორე - ოპოზიციის. 

შავგულიძემ ახსნა, რა განსხვავებაა კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოთხოვნებს შორის:

"ძირითადი განსხვავება მდგომაროებს შემდეგში - ჩვენ, ოპოზიციას მიგვაჩნია, რომ ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ და მეორე მხრივ იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია. ორი წელია, სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე განაჩენებიც არის დაყენებული, სხვა მუხლებით არ გამოკვეთილა, გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს.

ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე, ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული ამნისტიაში და ითქვს, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ეს არის სამართლებრივად ძალიან გაუმართავი, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია, როდესაც არ ჩანს, რაზე ვრცელდება და თუ შეიძლება, რამდენიმე წლის მერე გამოვლინდეს, რომ იმ ფაქტთან დაკავშირებით რაღაც დანაშაულები მომხდარა, ასე ყველაფერზე გავრცელდეს, ეს არ არის არც სამართლებრივად გამართული და არც შეთანხმების სულისკვეთებას პასუხობს", - ამბობს შავგულიძე.


close დახურვა