logo
ENG

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

29 აპრ 202113:54
3 წუთის საკითხავი
clock 1402

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისი განმარტებით, არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკი.

ბრალდებულებს გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", ვატო შაქარიშვილი და დავით ხურცილავა თავდებში უდგებოდნენ. მოსამართლის განცხადებით, მათ ვერ დაასაბუთეს, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების  ქცევას.

"უცნობმა" და ვატო შაქარიშვილმა სხდომაზე შესვლამდე სასამართლოს ეზოში განცახდებები გააკეთეს და თქვეს, რომ ვახო სანაიაზე ძალადობის არ სჯერათ. ვატო შაქარიშვილმა ბრალდებულებს "პოლიტმედია ბულნიგის მსხვერპლები" უწოდა.

 

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. 

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

ვახო სანაიას თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა. 

close დახურვა