მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე გიორგი მუმლაძე დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
დაკავებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ფორმულა შსს-სთან ცდილობს.
მერიასთან აქცია გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერად მიმდინარეობდა. როგორც სიმონ მუმლაძე ამბობს, ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქტივისტები ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სამსახურში აღადგინონ სიმონ მუმლაძე.
სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.