
მოძრაობა საქართველოსთვის წევრი, აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა. ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დეტალების გარკვევას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება.