logo

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

03 მაი 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock 281
2021/05/03/r6td1si5c0l7hc4.jpeg

პოლონეთში საქართველოს მოქალაქებს ეძებენ. კაცის ოჯახის წევრების ცნობით, ის რამდენიმე დღეა, დაკარგულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მოქალაქის დაკარგვასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

მათი ცნობით, ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად.

უწყების ინფორმაციით, პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ასგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია.

close დახურვა