logo
ENG



ღარიბაშვილი: ალიევთან დავითგარეჯზეც ვისაუბრეთ, დიალოგი ძალიან მალე გადაწყდება

05 მაი 202118:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/05/k8f6h5dacygovyi.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს დავითგარეჯის საკითხზეც ისაუბრეს, თუმცა საუბრის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს - პრემიერმინისტრმა მედიას განუცხადა, რომ საკითხზე დიალოგი "დაჩქარდება", თუმცა დავითგარეჯის შესახებ ჯურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა. 

"ასევე განვიხილეთ დავითგარეჯის საკითხიც, შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისევე როგორც, ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება", - ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრის ვიზიტის პარალელურად, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ხელისუფლების, საპატრიარქოს და ხელისუფლებასთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ - კარტოგრაფს 4 მაისს მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივები მონასტრის ტერიტორიაზე მისულ ფორმულას ჯგუფსაც დაუპირისპირდნენ. 


close დახურვა