ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში, უკრაინულ პოზიციებს ესროლეს.
არეალში, რომელზეც პასუხს ოპერატირულ-ტაქტიკური ჯგუფი "ჩრდილოეთი" აგებს, პივდენის დასახელებასთან ახლოს რუსმა სამხედროებმა უკრაინულ პოზიციებს ავტომატური ყუმბარმტყორცნიდან და მცირე ზომის იარაღიდან.
უშუალოდ 5 აპრილს, ჯერჯერობით, სროლა არ ყოფილა. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.
***
უკრაინა მორიგი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.
ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტები მინიმუმ 10-ჯერ გაიზარდა. დელიმიტაციის ზონებში ბომბი ათასზე მეტჯერ ისროლეს, მათგან 500 შემთხვევაში მოხდა აფეთქება.
დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
უკრაინა რუსეთს საზღვრის მიმდებარედ სამხედრო დანაყოფების განლაგებაში ადანაშაულებს, კრემლი კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".