logo
ENG



4 თებერვლას საპროტესტო აქციები გრძელდება - ოპოზიციამ მერიას განცხადებით მიმართა

28 იან 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

4 თებერვალს საპროტესტო აქციები კვლავ იწყება. ყველა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ, სირცხვილის კორიდორებისა და პიკეტირების მოწყობას აანონსებენ. პროტესტის ერთ-ერთი მიზანია იმ პოლიტიკოსებისთვის დისკომფორტის შექმნა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პროპორციული არჩევნების ჩაგდებას. დღეს ოპოზიციამ მერიას განცხადებით მიმართა, რითიც დაანონსებული პროტესტის შესახებ აცნობეს.  4 თებერვალს  პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა ჩატარდება , რომელიც ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაივლის.

 


close დახურვა