საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 999-ს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს - ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 870 გახდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 219. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა, ჯანმომ კი ინფექცია პანდემიამ 11 მარტს გამოაცხადა.