4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ისინი მთავრობის დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრნენ.
როგორც ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, ვირუსი აქვთ - განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.
24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.