logo
ENG



4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დარბაზიდან გათავისუფლდა

18 სექ 202616:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/1n5ri9wz4otg89o.png

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. ჩახუნაშვილს, რომელსაც თავდაპირველად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა კიდევ ერთ დაკავებულთან, ზაქრო ალბუთაშვილთან. მის შემთხვევაში, 5-წლიანი სასჯელის სანაცვლოდ, პირობები განსხვავებულია — ალბუთაშვილს 1 წლით რეალური პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იგი საპატიმრო დაწესებულებას ოქტომბრის თვეში დატოვებს.


close დახურვა