logo
ENG



4 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

04 აპრ 202301:32
3 წუთის საკითხავი
 
4 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

4 პრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს,  მეფე მირიანის, შალვა ნუცუბიძის, ერმილე ბედიას, შავგულიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ნუცა ღოღობერიძის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის IVა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ფეიქართა, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, ლეო კერესელიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის და შავთელის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.   


close დახურვა