logo
ENG



4 თებერვალს პარლამენტის სამივე შესასვლელს ოპოზიციონერი აქტივისტები დაიკავებენ

03 თებ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება, 4 თებერვალს დილის 10:00 საათიდან, პარლამენტის სამივე შესასვლელს ოპოზიციონერი აქტივისტები დაიკავებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იქნება, ისინი „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს პირდებიან.

ოპოზიციის მოთხოვნა რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს კვლავ უცვლელია.

4 თებერვალს საპარლამენტო სესიაზე დასწრებას გეგმავენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც მმართველი პარტია, საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო დატოვეს. „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები პირობას დებენ, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ისინი დემოკრატიის პრინციპის მნიშვნელობებს და დაპირების შესრულების საჭიროებებს, საპარლამენტო ტრიბუნიდან აქტიურად შეახსენებენ. 

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რო ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია უკანონოა, ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკმარის დათმობაზე წავიდა.

ხვალინდელ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებიც უერთდებიან, მათი თქმით, ქვეყანაში პროპორციული არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

4 თებერვლის გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ პერმანენტულად აქციები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასა და დიდ ქალაქებს მოიცავს.

 


close დახურვა