logo
ENG



4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

05 ნოე 202011:30
3 წუთის საკითხავი
 
kg9li1mtic9vum0.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული. 

პოლიციამ ბრალდებული ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 


close დახურვა