კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, დღეს, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე ოთხივე კოალიციის წარმომადგენელი უფლებადამცველების ერთობლივი ბრიფინგი შედგება, სადაც ისინი თავის შეფასებას მიაწვდიან საზოგადოებას. მან ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.
ცუცქირიძის თქმით, იურისტები ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რომელიც მიმდინარე პროტესტს უკავშირდება.
ასევე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე ის მთავარი მოთხოვნები გაიმეორა, რომელიც მისივე თქმით, სწორია, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს.
"მინდა გავიმეორო ის ორი მოთხოვნა, რომელზეც ოთხივე პოლიტიკური პარტია ერთიანდება:
1. უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების ადამიანების, ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
2. ახალი არჩევნების დანიშვნა.
ეს არის ყველაზე სწორი, სამართლიანი და კარგი პოლიტიკური გზა არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.