logo
ENG



4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 4 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტ 202512:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/11/en22ccqnyrutwkc.jpg
ფოტო: მარიამ ნიკურაძე

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 4 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სასამართლო განიხილავდა ამირან დოლიშვილის, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილისა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმეებს.

მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შემდეგი სასამართლოს სხდომა 27 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა