logo
ENG



4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

14 სექ 202616:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/9xvge36nfz3kkav.png

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნული მიზეზით მისი საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო დანარჩენი ბრალდებულების — პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას — პროცესი მოსამართლე თეა ლეონიძემ გადადო.

მოსამართლის განმარტებით, გვენცაძის საქმე სასამართლოს კანცელარიას დაუბრუნდება და მას სხვა მოსამართლე განიხილავს.

საქმის პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ნიკა გვენცაძემ ბრალი აღიარა და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა. შეთანხმების მიხედვით, მას 1-წლიანი რეალური სასჯელი და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. სასამართლოს მიერ შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, გვენცაძე პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს.

საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა. პირველადი განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულებს შემდეგი სასჯელები ჰქონდათ შეფარდებული.

ფიგურანტებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სტრატეგიული ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის (სსსკ-ის 19-222-ე მუხლი), ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის (სსსკ-ის 225-ე მუხლი), ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების (სსსკ-ის 317-ე მუხლი) მუხლებით.


close დახურვა