logo
ENG



4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

30 სექ 202614:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/zvcs7fvxb4fy7it.png

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

ჭულუხაძეს 1 წლით რეალური და 2 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა. ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმებაში დივერსიული აქტების შესახებ საუბარი არ არის და ჭულუხაძე მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას აღიარებს.

ბექა ჭულუხაძე სუს-მა 11 ივლისს, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.


close დახურვა