logo
ENG



4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

28 ოქტ 202612:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/28/uhddk38x4h5tiep.png

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა. ოთხივე მათგანმა დღევანდელ სხდომაზე ბრალდება აღიარა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, საიდანაც 1 წელსა და 1 თვეს ციხეში მოიხდიან, 2 წელი კი პირობითი მსჯავრია.

მსჯავრდებულები საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ: მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - 4 ნოემბერს, ირაკლი ჩხვირკვია - 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით, ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.


close დახურვა