4 ოპოზიციური პარტია: ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი და სტრატეგია აღმაშენებელი ხელს აწერს საერთო განცხადებას და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, მათი მოთხოვნები უცვლელია:
არჩევნების ხელახლა ჩატარება;
ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა;
პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პარტიებში აღნიშნავენ, რომ განცხადება ღიაა და მას სავარაუდოდ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.
"სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.
მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად". - წერია განცხადებაში.
პარტიების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას უკანონო ძალის გამოყენებით აპირებს.
"ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე
მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან.
ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია". - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.
ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს პროტესტს უცხადებს. პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. მორიგი აქცია 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 21 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 10 ნოემბერს, ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი. მოგვიანებით მან მეორე განცხადებაც გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა."