ოთხი პოლიტიკური პარტია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველოს და გახარია-საქართველოსთვის საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი ცნობით, ისინი აფიქსირებენ იმ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია.
"2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
2. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში! საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!", - წერია განცხადებაში.