5-9 იანვარს 46 ერთეული ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტი გაიყიდა.
"მს+"-ის ინფორმაციით, სამგზავრო ბარათების გაყიდვების სტატისტიკა ასეთია:
1 დღიანი აბონემენტი - 18 ერთეული;
1 კვირიანი აბონემენტი - 9 ერთეული;
1 თვიანი აბონემენტი - 36 ერთეული;
3 თვიანი აბონემენტი - 10 ერთეული;
6 თვიანი აბონემენტი - 21 ერთეული;
1 წლიანი აბონემენტი - 46 ერთეული;
დღეს, 11 იანვარს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ "გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე".
სამგზავრო სააბონენტო სისტემა 5 იანვრიდან ამოქმედდა.
ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.
სააბონენტო სისტემის ფასები ასეთია:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.