logo
ENG



5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო

10 აპრ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/xp9p0537x0ll2b5.jpg

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო. 

ამის შესახებ უკრაინაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პასლაკ ხუნდტმა Sky News-თან თქვა. 

მისი განცხადებით, წითელი ჯვრის მანქანები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში შეაჩერეს. 

ხუნდტმა ასევე თქვა, რომ დევნილებმა კერძო მანქანებით შეძლეს, შეერთებოდნენ წითელი ჯვრის დროშის ქვეშ მოძრავ კოლონას. ამ გზით 1000-მდე ადამიანმა მიაღწია ზაპოროჟიეს

"უახლოეს დღეებსა და კვირებში კიდევ ბევრი მსგავსი ოპერაციის ჩატარება გახდება საჭირო რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაცია". - თქვა მან. 

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. დახოცილია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივებს რუსები სასტიკად უსწორდებიან, ბევრი მათგანი სარდაფში შიმშილით და უწყლობით იხოცება. რუსეთი ხელს უშლის ადგილობრივების ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას. 


close დახურვა