logo
ENG



ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციიების მოზიდვის მიმართულებით მისი მრჩეველი წარადგინა

07 მაი 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციიების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. 

"ის იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება. ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც საქართველოს დიდი მოქალაქეა, დიდი მეგობარი. იგი მისი წარმატებული კარიერის დროს მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტად", - თქვა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს და, ასევე იგი გუშინ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს. 

"ბატონმა ვაზილმა გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის კერძო სექტორიდან მხარდაჭერის მობილიზება", - ამბობს პრემიერი. 


close დახურვა